"თბილისისკენ კოლონები დაიძვრება" - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რეგიონებში ჩადის
რატომ ანადგურებს "ქართული ოცნების" რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს? - ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხალხის ინფორმირების მიზნით რეგიონებში გადიან. ეს არის შანსი, რომ ადამიანები, ვინც კანონის მავნებლობაში დარწმუნდებიან, რეგიონებიდან თბილისში გულწრფელი პროტესტისთვის ჩამოვლენ და არა იძულებით, როგორც ამას "ოცნება" აკეთებს.
ყველა ვინც, მეცხრე დღეა დედაქალაქის ცენტრში რუსულ კანონს აპროტესტებს, ფიქრობს, რომ ახლა უკვე მასობრივი მობილიზაციის დრო დადგა. პირველი გაჩერება ქუთაისი იქნება. ხალხთან ჩავლენ სტუდენტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები. შეხვედრები იქნება ყველგან, ქუჩაში, ეზოებში, სახლებში იმ მიზნით, რომ ვინც არ იცის, გაიგოს, რა ამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ რუსული კანონის დამტკიცებით.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.