პრემიერის რუსული რიტორიკა - კობახიძე ისევ რუსული კანონის მიღებას აანონსებს და აქციის მონაწილეებს თავს ესხმის

23.04.24 20:28
პრემიერის რუსული რიტორიკა - კობახიძე ისევ რუსული კანონის მიღებას აანონსებს და აქციის მონაწილეებს თავს ესხმის

 

 

საქართველოს პრემიერის რუსული რიტორიკა - ევროკავშირში ერთს ამბობენ, ირაკლი კობახიძე კი მეორეს. გადაწყვეტილებების მიმღები პირების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ამ კანონით მოლაპარაკებების კარი დაიხურება, პრემიერი საპირისპიროს ამტკიცებს. კობახიძე ირწმუნება, რომ ევროპული პერსპექტივისთვის სადავო კანონის დამტკიცება აუცილებელია. 

პრემიერი ვერ ასახელებს ვერცერთ ევროპელ პარტნიორს, ვისაც რუსული კანონი მოსწონს. არც საწინააღმდეგო არგუმენტების მოსმენა უნდა. თავს ესხმის ყველას, ვინც რუსულ კანონს აკრიტიკებს და არ უნდა დაიჯეროს, რომ ქართველი ახალგაზრდების დაუღალავი პროტესტი გულწრფელია. ის სტუდენტები, ვინც დიდი ხანია ქუჩაში უწყვეტად დგანან, კობახიძემ "ნაციონალური მოძრაობის" პარტაქტივად შერაცხა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები