რუსული კანონი 83 დეპუტატს შესაძლოა, სანქციების ფასი დაუჯდეს - ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადადის

23.04.24 20:01
რუსული კანონი 83 დეპუტატს შესაძლოა, სანქციების ფასი დაუჯდეს - ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადადის

 

 

რუსული კანონი "ქართული ოცნების" 83 დეპუტატს შესაძლოა, პერსონალური სანქციების ფასი დაუჯდეს. ევროპარლამენტში უკვე ინიცირებულია რეზოლუციის ტექსტი, სადაც ევროდეპუტატები ევროკავშირს მოქმედებაზე გადასვლას სთხოვენ. შოპინგი მილანში, დასვენება ალპებში და მოგზაურება კომოს ტბაზე "ოცნების" დეპუტატებითვის და მათი ლიდერისთვის შესაძლოა, მხოლოდ მოგონებებად დარჩეს. ევროპარლამენტში ოთხი რეზოლუციაა ინიცირებული. უმწვავესი მოთხოვნებს შორისაა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის იქამდე შეჩერება, ვიდრე რუსული კანონს პარლამენტიდან არ გაიწვევენ. 

მძიმე დღეები მხოლოდ "ოცნების" დეპუტატებს არ ელოდებათ. შავ სიაში შესაძლოა, მოხვდნენ ის პროპაგანდისტები და ოლიგარქის პარტიის სპონსორები, ვინც მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან. ოთხი რეზოლუციიდან საბოლოო დოკუმენტი უკვე ხუთშაბათს დაიდება, მანამდე კი ოლიგარქის პარტია ამ წუთებში ბოლო გაფრთხილების მოსასმენად ემზადება.

 სტრასბურგში ახლა საქართველოს თემაზე საგანგებო დებატები იწყება. როდესაც "ქართულმა ოცნებამ" არ მოისმინა გაფრთხილებები და მეგობრების რჩევები, ევროკავშირი იძულებული გახდა, ზემოქმედების სხვა ინსტრუმენტები აემოქმედებინა.

ვრცლად ნახეთ იინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები