"ოცნება" ხალხის შეგროვებას იწყებს - პროპაგანდაში მინისტრი ერთვება
ოცნება ხალხის შეგროვებას იწყებს - ოცნების პროპაგანდაში მინისტრი ერთვება. იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რატომ გეგმავს რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას:
მივდივარ იმიტომ რომ:
მინდა ერთიანი საქართველო;
მინდა მშვიდობა;
მინდა სუვერენიტეტი;
მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში;
მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის;
მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების უნარი;
მჯერა, რომ ჭეშმარიტებას შობს ცოდნა და ურთიერთპატივისცემა;
მჯერა, რომ ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომელიც ჰუმანურობითაა განმსჭვალული სამარადჟამოდ იქნება აღიარებული და დაფასებული," - წერს რატი ბრეგაძე.