მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიწვიონ კანონპროექტი - ევროპარლამენტარი
მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი იანეზ ლენარჩიჩი აკეთებს.
ევროპარლამენტში ამ წუთებში საქართველოს შესახებ მსჯელობენ და რუსულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკა ისმის.
უკანასკნელი კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩაში, რათა განეხორციელებინა თავისი უფლება მშვიდობიანი დემონსტრაციის. ისინი ითხოვდნენ კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებამ გამოიწვიოს უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალეობის კანონი. ვიხილეთ შთამბეჭდავი სცენები საქართველოდან - ყველა ასაკის მოქალაქე, რომელსაც ხელში ეჭირა ქართული და ევროპული დროშები, ანახებდნენ დემოკრატიის ძლიერ ერთგულებას და საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გამოიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს, ნათელია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუსაბამობაშია ევროკავშირში ნორმებთან და ღირებულებებთან. თუ იქნება მიღებული ის ძირს გამოუთხრის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს გააჩნია მომავალი ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსი რომელიც მინიჭებულ იქნა გასულ დეკემბერს, კიდევ უფრო დაახლოვა ჩვენი ურთიერთობები - ჩვენი კარი არის ღია დ მინდა, რომ საქართველოს ლიდერებმა მხედველობაში მიღონ მოლოდინი თავისი მოქალაქეების და არ გადავიდნენ ევროპული გზიდან,“ - ამბობს ევროპარლამენტარი.
იანეზ ლენარჩიჩმა ასევე შეაჯამა დღევანდელი დებატები საქართველოსთან დაკავშირებით და თქვა, რომ "ქვეყნის ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის ნება".
დღევანდელი დებატები გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს ხალხის სურვილს, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველოს ლიდერებმა უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის ნება და შეასრულონ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა. თუ შემოდგომაზე იქნება ახალი ანგარიში გაფართოებასთან დაკავშირებით, სადაც იქნება აღნიშნული ასე ვთქვათ, საქართველოს პროგრესი, ჩვენ რასაკვირველია დავგმობთ ნებისმიერ დარღვევას, რომელსაც ეს კანონი შემოიღებს," - განაცხადა ლენარჩიჩიმ.