მოვუწოდებ საბჭოს, დააწესოს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის შემომრბუნების გამო აკრიტიკებს და მას პუტინის რუსეთის მოდელს უწოდებს. ამის შესახებ მან საქართელოს შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლექსმანი მიიჩნევს, რომ ვიდრე საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს, საქართველოსთან გაწევრიანების შესახები უნდა გაიხსნას და შეწყდეს ფინანსური დახმარებაც.
ევროპარლამენტარი ევროსაბჭოს პირდაპირ ეუბნება, რომ ქვეყნის ფოერმალურ მმართელს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.
მმართველმა „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ შემოიღო აგენტების კანონი,გამჭვირვალეობაზე უცხოური გავლენის თვალსაზრისით. იგი არღვევს კანდიდატის სტატუსის საფუძვლებს, გახლავთ პუტინის რუსეთის მოდელი. შეთავაზებული კნაონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადიებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, ნაცვლად იმისა, რომ მიმდინარეობდეს ბრძოლა კრემლის ბოროტი გავლენის საწინააღმდეგოდ. ჩვენი პასუხი ამაზე უნდა იყოს ნათელი: პირველ რიგში, უნდა გაწევრიანების მოლაპარაკეკები გავყინოთ, მომავალი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობაზე დამოკიდებული, რომ აღნიშნული კანონი იქნება გამოწვეული.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, განახორციელოს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა ლექსმანმა.