თუ მიიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ნამდვილად არ უნდა ელოდოს საქართველო EU-ში გაწევრიანებას - მიქსერი

23.04.24 20:21
თუ მიიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ნამდვილად არ უნდა ელოდოს საქართველო EU-ში გაწევრიანებას - მიქსერი

"თუ მიიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ნამდვილად არ უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას," - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობის დროს სვენ მიქსერმა ისაუბრა.

მიქსერი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას საქართველოს მთავრობა არ ასახავს და "ოცნების" ლიდერების განცხადებები, რომ მათ ევროკავშირში სურთ, ქმედებებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ხედავს საქართველოს მომავალს ევროკავშირში, არსებული მთავრობა და ქართული ოცნების პარტია აცხადებს, რომ სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, თუმცა სამწუხაროდ, რასაც აეთებს ეს პარტია, არის განსხვავებული. სამწუხაროდ, პრობლემებია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ძირითადი თავისუფლებების, ლგბტქ-ის უფლებების, სასამართლო სისტემის თვალსაზრისით - ევროპარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში სამწუხაროდ, აწყდება ამ პრობლემებს.
ქართული ოცნების მთავრობა არალიბერალური და არაევროპული ხდება კიდევ უფრო მეტად. სამწუხაროდ, უცხოელი აგენტების კანონი გახლავთ კიდევ ერთი მაგალითი იმ გზისა, რასაც მიჰყვება ქართული ოცნება. თუ მიღებული იქნება ეს კანონი, ის შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საშუალებს, იმოქმედოს თავისუფლად, შეამცირებს გამოხატვის თავისუფლების საშუალებებს და გახსნის დისკრიმინაციისკენ მიმავალ გზას, სამწუხაროდ, ამას ექნება შედეგები საქართველოს ევროპული მისწარფებებისთვის. საქართველო გახლავთ კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ მიიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ნამდვილად არ უნდა ელოდოს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას,“ - ამბობს მიქსერი.

 

მსგავსი სიახლეები