თუ საქართველო უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, EU-ში გაწევრიანებას არ უნდა ელოდოს - პაეტი

23.04.24 20:27
თუ საქართველო უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, EU-ში გაწევრიანებას არ უნდა ელოდოს - პაეტი

თუ საქართველო უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ევროკავშირში გაწევრიანებას არ უნდა ელოდოს, - ამის შესახებს ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა ევროპარლამენტში საქართელოს შესახებ გამართულ დებატებზე განაცხადა.

ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ ტაქტიკას იმეორებს, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას ძირს გამოუთხრის. პაეტი საქართველოს ხელისუფლებას დათქმების შესრულებისკენ მოუწოდებს და ხაზს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მნიშვნელობასაც უსვამს. 

სამწუხაროდ, ამას ექნება შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. საქართველო გახლავთ კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ მიიღებს უცხოელი აგენტების კანონს, ნამდვილად არ უნდა მოელოდებოდეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას. ძვირფასო კოლეგებო, უცხოელი აგენტების კანონის მირების თვალსაზრისით, მიუხედავად დიდი პროტესტისა მოქალაქეების მხრიდან, საქართველო იღებს რუსეთის ტაქტიკას, რომ ებრძლოს ყველა თავის ოპონენტს. აქ უნდა გავითვალისწინოთ ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, როგორიც არის სააკაშვილი, თავდასხმა ევროკავშირზე და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან უკან დახევა. როგორ ჩანს, საქართველოს ხელისუფლება არ აღიქვამს სერიოზულად თავის ამბიციებს, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. მან უნდა შეასრულოს ყველა ზომა, განახორციელოს ყველა ნაბიჯი, რომლითაც გააგრძელებს სვლას ევროკავშირში, რომელსაც საქართელოს მსოახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს კანონი საქართველოს ევროინტგერაციას ძირს გამოუთხრის, - განაცხადა ურმას პაეტიმ.

მსგავსი სიახლეები