კანდიდატის სტატუსი არ გახლავთ პერმანენტული მიღწევა, შეიძლება დადგეს ფინანსური შედეგები - გრეგორევა

23.04.24 20:27
კანდიდატის სტატუსი არ გახლავთ პერმანენტული მიღწევა, შეიძლება დადგეს ფინანსური შედეგები - გრეგორევა

კანდიდატის სტატუსი არ გახლავთ პერმანენტული მიღწევა, შეიძლება დადგეს ფინანსური შედეგები - ეს განცხადება მარკეტა გრეგორევამ სტრასბურგში გააკეთა, სადაც ევროდეპუტატები საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ევროპარლამენტარმა ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობა რუსული კანონის რეინიცირების გამო გააკრიტიკა და ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რაც კანონპროექტის დამტკიცებას შეიძლება მოჰყვეს. 

ერთი წლის წინ ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ უცხოელი აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროპულ ამბიციებს და დღესდღეობით ამ კანონის მიღება დღის წესრიგში დგას და ასევე პრობლემა არის ლგბტქ-ის პრობლემები, ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მაგალითად, ქვეყანა, რომლის ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ძალიან მტკივნეულია ამის დანახვა, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთი სისტემას და რუსეთის სახელმწიფოს.
კანდიდატის სტატუსი არ გახლავთ პერმანენტული მიღწევა, შეიძლება დადგეს ფინანსური შედეგები ამასთან დაკავშირებით და ნუ წაართმევთ თქვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა გრეგორევამ. 

 

მსგავსი სიახლეები