უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები - ოლიგარქის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ სააკაშვილის გათავისუფლება - ფოტიგა

23.04.24 20:32
უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები - ოლიგარქის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ სააკაშვილის გათავისუფლება - ფოტიგა

"ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები - პირველ რიგში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება", - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა მთავრობის გამო არ უნდა დაისაჯოს და საუბრობს წერტილოვანი სანქციების მნიშვნელობაზე.

ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის ნებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე დაარღვია მეორეჯერ შემოტანამ ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტმა. საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ამისთვის, ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები - პირველ რიგში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,“ - ამბობს ფოტიგა.
 

მსგავსი სიახლეები