გალერი: მოვითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას და საჭიროა დასანქცირდეს ივანიშვილი, იმიტომ, რომ დგას კულისებში
"მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საჭიროა დასანქცირდეს ბატონი ივანიშვილი, იმიტომ, რომ ის დგას კულისებში და ის ხელმძღვანელობს დღის წესრიგს," - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აკეთებს.
ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს „უხეშად არღვევს“.
თუ უცხოელ აგენტებს ეხება საქმე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან მმართველ პარტიაში მომუშავეები, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსულ კანონმდებლობას და შეიძლება რუსეთის სახელითაც მოქმედებენ და თუ შევხედავთ პრემიერ კობახიძეს, მაგალითად, სხვა რაღაცას აცხადებდა რაღაც პერიოდი და მიბრძანდება ბუდაპეშტში ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და მაინტერესებს, რა მიმართულებით მიდის ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო და ეს პარტია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, მის პროტესტს ქართული და ევროპული დროშებით და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საჭიროა დასანქცირდეს ბატონი ივანიშვილი, იმიტომ, რომ ის დგას კულისებში და ის ხელმძღვანელობს დღის წესრიგს,“ - ამბობს გალერი.