"ნუ გამოუთხრით ევროპულ მისწრაფებებს ძირს" - კალიურანდი "ოცნებას"

23.04.24 20:45
"ნუ გამოუთხრით ევროპულ მისწრაფებებს ძირს" - კალიურანდი "ოცნებას"

"ნუ გამოუთხრით ევროპულ მისწრაფებებს ძირს" - ამ განცხადებას ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ქართული ოცნების მისამართით აკეთებს.

მარინა კალიურანდი ევროპარლამენტში დებატების დროს აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია არა მხოლოდ რუსული კანონით, არამედ სხვა ქმედებებით ძირს უთხრის ევროკავშირის დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს.

ორი გზავნილი მაქვს პოლიტიკოსებისთვის, პირველ რიგში, მმართველი პარტიის მიმართ - ნუ გამოუთხრით ევროპულ მისწრაფებებს ძირს, ეს არა მარტო კანონს ეხება, არამედ საკმაოდ ხანგრძლივ პროცეს, როდესაც ხდება ევროკავშირის დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების ძირის გამოთხრა. თქვენ გაქვთ ისტორიული შესაძლებლობა, შეასრულოთ თქვენი ოცნება, დაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან და არ გაუცრუოთ იმედები ხალხს. 
ჩვენ მუდამ დაგიჭერთ მხარს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ევროპული პარლამენტიც თქვენს გვერდით იქნება ევროპული არჩევნების მიმართულებით თქვენს სვლასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენც უნდა შეასრულოთ თქვენი ნაწილი - შემდეგ არჩევნებზე აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული პარლამენტი,“ - ამბობს კალიურანდი.

 

მსგავსი სიახლეები