არა რუსულ კანონს! - პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მსვლელობა დაიწყო
არა რუსულ კანონს! - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მსვლელობას მართავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და დაიწყეს მსვლელობა.
არა რუსულ კანონს - მერვე დღეა უწყვეტი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ რუსული კანონის რეინიცირებას და ითხოვენ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.