სტატუსი მოვიპოვეთ ჩვენი ძალისხმევით და არა მთავრობის და ჩვენივე შესანარჩუნებელი იქნება - სტუდენტი

23.04.24 21:46
სტატუსი მოვიპოვეთ ჩვენი ძალისხმევით და არა მთავრობის და ჩვენივე შესანარჩუნებელი იქნება - სტუდენტი

"ყველას კარგად ახსოვს, როგორ მოვიპოვეთ სტატუსი ევროკავშირის, ჩვენი ძალისხმევით და არა მთავრობის, შესაბამისად, ჩვენივე შესანარჩუნებელი იქნება ეს სტატუსი და მთავრობას უბრალოდ ვთხოვთ, რომ ცოტა ხანი გვერდზე გაიწიონ," - ამ განცხადებას "რეაქციაში" სტუდენტი მაშო ოკრიბელაშვილი აკეთებს.

მაშო ოკრიბელაშვილი იმედოვნებს, რომ დღეს ევროპარლამენტარების მწვავე განცხადებების მუხედავად, ქართველი ხალხი შეძლებს კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას და მოლაპარაკებებზე გადასვლას.

ყველას კარგად ახსოვს, როგორ მოვიპოვეთ სტატუსი ევროკავშირის, ჩვენი ძალისხმევით და არა მთავრობის, შესაბამისად, ჩვენივე შესანარჩუნებელი იქნება ეს სტატუსი და მთავრობას უბრალოდ ვთხოვთ, რომ ცოტა ხანი გვერდზე გაიწიონ, არჩევნებამდე მაინც და გვაცადონ, რომ ეს ბედნიერება რაც გვაქვს სტატუსის მიღების შემდეგ, შევინარჩუნოთ ისე, რომ რისკის ქვეშ არ დააყენონ.

ქართული ოცნების დაინიცირებულ კანონპროექტს დღეს აქებს დუგინი, ლავროვი, პესკოვი და მედვედევი - ყველა რუსი პროპაგანდისტი, რომლებმაც ეს გზა გაიარეს და მიიღეს ის შედეგი, რაც სურდათ. რუსეთში გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს, საუბარი ზედმეტია სიტყვის თავისუფლებაზე.
ქართული ოცნებაც პროპაგანდისტულად ზუსტად მაგ გზას მიყვება - ჩვენ რომ ამოვიღოთ ის განცხადებები, რასაც 2012-ში აკეთებდა რუსეთის მთავრობა, იგივე განცხადებებია.
მოქალაქეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, რას არ ეძახდა - ისინი ქვეყნის მტრები, მოღალატეები არიან, რასაც ჩვენ გვიკეთებს დღეს ჩვენივე ხელისუფლება, რომ ჩვენ ამ სუფთა ახალგაზრდა ხალხს, ვინც გარეთ ვდგავართ, გვეძახის ნაციონალებს, მოღალატეებს, ანგაჟირებულებს, მართლა მაგ გზას ვადგავართ, რომ ხვალინდელი დღე მართლა შეიძლება რუსეთში გაგვითენდეს,“ - ამბობს ოკრიბელაშვილი.

მსგავსი სიახლეები