სიტყვა ერთობა მათთვის გახდა წითელი ნაჭერი, რომელიც ამ ბავშვებმა აუფრიალეს - დეკანოსიძე

23.04.24 22:36
სიტყვა ერთობა მათთვის გახდა წითელი ნაჭერი, რომელიც ამ ბავშვებმა აუფრიალეს - დეკანოსიძე

„ვარ მართლა შეწირული ამ ქვეყნისთვის, რომ ჩემი შვილი იყოს იმ ღირსეული ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც ვიბრძოდი მთელი ამდენი ხანი,“ - ამ განცხადებას ჟურნალისტი თამრიკო დეკანოსიძე აკეთებს.

„რეაქციაში“ თამრიკო დეკანოსიძე ამბობს, რომ რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ გრძელდება. 

ვებრძვი ყველაფერ რუსულს, თუკი რამემ შეიძლება ამ ქვეყანას ზიანი მოუტანოს, 88 წლიდან მოყოლებული ვიდექით სანთლებით, სანთებელებით, ახლა ესენი დგანან ტელეფონებით, მართლა რამდენი აქცია გამოვიარეთ არ მახსოვს.
ვარ მართლა შეწირული ამ ქვეყნისთვის, რომ ჩემი შვილი იყოს იმ ღირსეული ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც ვიბრძოდი მთელი ამდენი ხანი.

სიტყვა ერთობა მათთვის გახდა წითელი ნაჭერი, რომელიც ამ ბავშვებმა აუფრიალეს. რატომ აეწვათ ასე ეს ერთობა, ვერ ვხდები," - ამბობს ჟურნალისტი. 

მსგავსი სიახლეები