"არა რუსეთს, რომელიც ტაძრებს გვინგრევდა" - აქცია ბათუმში
არა რუსეთს! - საპროტესტო აქციას ბათუმში ახალგაზრდები მართავენ. შეკრებილები ამბობენ, რომ ეროვნული მოძრაობა უკვე დაწყებულია და ახალგაზრდები არ დაიღლებიან პროტესტით.
ახალგაზრდები არ დავუთმობთ ჩვენს მომავალს ამ კანონს, ჩვენ უნდა გავიღვიძოთ ხვალ უკეთეს საქართველოში და არა რუსეთში,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
არა რუსეთს, რომელიც ტაძრებს გვინგრევდა და მერე რუსეთის მიერ დანგრეულ ტაძრებს ევროკავშირის გრანტებით ვაშენებდით,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ჩვენ ვართ თაობა gen z, რომელიც ყოველდღიურად გააპროტესტებს რუსულ კანონს და დაიცავს საკუთარ მომავალს, საკუთარი მომავლისთვის ვიბრძოლებთ,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.