არა რუსულ კანონს - ქუთაისში ხვალ 18:00 საათზე მსვლელობა გაიმართება
არა რუსულ კანონს! - საპროტესტო აქცია ქუთაისში გაიმართა. ახალგაზრდები მეშვიდე დღეა აქციას მართავენ და აანონსებენ ხვალ დიდ მსვლელობას.
„ეს თაობა არის სამშობლოზე შეყვარებული თაობა, რომლებსაც აქვთ ნათელი სული და გული, იქით, ბნელ მხარეს არის მხოლოდ და მხოლოდ სკამზე ჩაბღაუჭებული ადამიანები, თავისუფლებასთან აუცილებლად წააგებენ,“ - ამბობს გიორგი გველესიანი.
ყველაფერი, რაც შეუქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ქართველი ხალხი უნდა შევეწინააღმდეგოთ. ხვალ საღამოს 6 საათზე დიდი მსვლელობა გვაქვს დაგეგმილი და ერთად უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროკავშირს, რომ ჩვენ გვინდა გაწევრიანება იმ დიდ ოჯახში,“ - ამბობს მიშკა მუმლაძე.