არა რუსულ კანონს! - აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ
არა რუსულ კანონს! - აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მივიდნენ. მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროკავშირის საელჩოსთან დასრულდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
"სად მივდივართ? ევროპაში" - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილები.
მანამდე აქციის მონაწილეებს მსვლელობის დროს შეხვდათ ავტომობილით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით კაჭარავა.
"ქართული კანონია ეს" - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, რომელიც საპროტესტო მსვლელობაზე ავტომობილით აღმოჩნდა.
აქციის მონაწილეების თქმით, კაჭარავასგან პასუხები ვერ მიიღეს.