სახ.დეპი რუსულ კანონზე: ასეთი საკანონმდებლო აქტივობა შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან

24.04.24 10:33
სახ.დეპი რუსულ კანონზე: ასეთი საკანონმდებლო აქტივობა შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან

მწვავე განცხადებების სერია აშშ-დან - "ასეთი საკანონმდებლო აქტივობა შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან" - ეუბნებიან ივანიშვილის გუნდს სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

ვედანტ პატელმა რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებებისკენ.

"ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ ასეთი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამობაშია ევროკავშირში [საქართველოს] მისწრაფებებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ საუბარია ისეთ რაღაცაზე, რაც მედიასაშუალებებს ზღუდავს, ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს".

მსგავსი სიახლეები