"სანქციები რეალურია" - გრიგოლ გეგელია

24.04.24 11:57
"სანქციები რეალურია" - გრიგოლ გეგელია

ევროპარლამენტარების მწვავე გზანილების შემდეგ  "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "სანქციები რეალურია". ოპოზიციის წევრის თქმით, კანონი, რომლის მირებასაც ხელისუფლება გეგმავს, არა ევროპულ, არამედ რუსულ ღირებულებებთან არის შესაბამისობაში. 

გეგელია მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს, ვიდრე კანონს მხარს დაუჭერენ და ხელს მწვანე ღილაკს დააჭერენ, კარგად გაიაზრონ, რომ ამას ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან უმკაცრესი რეაქცია მოჰყვება.

ეს კანონი არის ანტიევროპული და ანტიქართული კანონი და შესაბამისად, ყველა პირი, რომელიც მის მიღებაში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, გახდება სანქცირების საგანი, რადგან ეს კანონი ძირს თხრის ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებას, რომელიც გააჩნია პროევროპულ საქართველოს და ამკვიდრებს ყველა ისეთ ღირებულებას, რომელიც უნდა გააჩნდეს პრორუსულ საქართველოს. ამიტომ, სანქციები არის რეალური და ყველას მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო და მოვუწოდო, რომ სანამ მწვანე ღილაკს დააჭერენ ხელს, კარგად გაითვალისწინონ, რომ ამას მოყვება უმკაცრესი რეაქცია როგორც ევროპული კავშირის, ასევე  აშშ-ს მხრიდან, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან  მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს  და სანქციებიც დაანსონეს.   

მსგავსი სიახლეები