ერთი ნაბიჯი "ოცნების" მხრიდან შესაძლოა, ბოლო წვეთი აღმოჩნდეს იმ ფიალაზე, რომელიც ევროკავშირში ავსებულია - ჭიაბერაშვილი
"კიდევ ერთი მცირედი ნაბიჯი "ოცნების" მხრიდან და ეს შეიძლება, აღმოჩნდეს ბოლო წვეთი იმ ფიალაზე, რომელიც ევროკავშირში ნამდვილად ავსებულია", - ასე აფასებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანი ევროპარლამენტარების მხრიდან ივანიშვილის გუნდის გაფრთხილებას.
ზურაბ ჭიაბერაშვილი განმარტავს, რომ საქართველო ახლა დიდი საფრთხის წინაშე დგას, რადგან მისი თქმით, მმართველი პარტიის პირობებში ქვეყანამ შესაძლოა, მიღებული კანდიდატის სტატუსი დაკარგოს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია ყოველთვის ასახავს ტენდენციას და იმ განწყობას, რომელიც ყალიბდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეს ეს მისული არის უკიდურესს ზღვრამდე. კიდევ ერთი მცირედი ნაბიჯი "ქართული ოცნების" მხრიდან აგენტების კანონთან დაკავშირებით და ეს შეიძლება, აღმოჩნდეს ბოლო წვეთი იმ ფიალაზე, რომელიც ევროკავშირში ნამდვილად ავსებულია. ევროპარლამენტარები ძალიან უფრთხიან, არ დააზიანონ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ რეჟიმის პირობებში ჩვენ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩახერგილი გვაქვს", - ამბობს ჭიაბერაშვილი.
გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.