იქნებ ერთხელ მაინც დააყენოთ თქვენი სამშობლო თქვენს პირად ინტერესებზე წინ - ვაშაძე "ოცნებას"
იქნებ ერთხელ მაინც დააყენოთ თქვენი სამშობლო თქვენს პირად ინტერესებზე წინ, - ამ სიტყვებით მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილების შემდეგ. გიორგი ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ქვეყანამ შესაძლოა, ის ევროპული მონაპოვარიც დაკარგოს, რისკენაც წლების განმავლობაში იღწოდა.
ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი საქართველოს მოქალაქეებს ერთიანობისკენ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ყოველდღიურად საქართველოს უფრო და უფრო ძვირი უჯდება ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და „ქართული ოცნების“ მმართველობა. ფაქტია, რომ რუსული კანონით ჩვენ ევროკავშირისკენ არათუ ვერ წავალთ, არამედ შეიძლება დავკარგოთ ის, რაც მოპოვებულია და ყველაზე საგანგაშოა, რომ ამ დისკუსიაში პირდაპირ საუბარია უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე, კანდიდატის სტატუსის გადახედვაზე, იმ ფინანსური დახმარებების გადახედვაზე, რასაც ყოვეწლიურად საქართველო იღებს და ეს არის მილიარდები ბოლო წლების და ჩვენი დამოუკიდებლობის პირობებში რაც ჩვენ მივიღეთ. ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, იქნებ ერთხელ მაინც დააყენოთ თქვენი სამშობლო თქვენ პირად ინტერესებზე წინ, ივანიშვილის დავალებების წინ, თქვენს ბავშვებს შეხედეთ, თქვენს მომავალ თაობას შეხედეთ, მათ აღარ ექნებათ ნორმალური ცხოვრების პირობები ამ ქვეყანაში. აღარ ექნებათ საშუალება, რომ განათლების მისაღებად წავიდნენ ევროპაში, ჩვენი სოფლები და ქალაქები ვერ გავითარდება. ეს არის ძალიან მძიმე რეალობა, ეს არის ფასი, რომელსაც ქართველი ხალხი იხდის ამ ანტიქართული ქმედებების გამო. რუსული კანონი და ევროკავშირი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია.
მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები იმისთვის, რომ ეს სიკეთეები, რომელიც გველოდება, მოვიზიდოთ საქართველოში. ერთის მხრივ უზარმაზარი საფრთხე სრული იზოლაციის და მეორე მხრივ, უზარმაზარი შესაძლებლობა, რომ ამერიკული, ევროპული ინვესტიციები შემოვიდეს, მილიარდები შემოვიდეს საქართველოში, რომ სოფელი და ქალაქი განვითარდეს, ეკონომიკა ფეხზე დადგეს, - განაცხადა ვაშაძემ.
გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.