ლაზარეს პატიმრობა დასრულებულია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ციხე დატოვა
ლაზარეს პატიმრობა დასრულებულია - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ციხე დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი ოფიციალურად შეიწყალა. 12-დღიანი ლოდინის შემდეგ გრიგორიადისის ადვოკატს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს ჩააბარეს, მათ კი დოკუმენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიტანეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება განაჩენის გამოცხადების დღეს, TV პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დააანონსა.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს - გამოძიება ამტკიცებდა, რომ 21 წლის ბიჭმა პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
ხელისუფლებამ ლაზარეზე პოლიტიკური თავდასხმა მალევე დაიწყო და მას "ორიენტაციაარეული" უწოდეს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.