შევხვდებით აქციებზე - ლაზარეს პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

24.04.24 15:42
შევხვდებით აქციებზე - ლაზარეს პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ციხიდან გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეობას გეგმავს - "რსუსული კანონი ძირს უთხრის დემოკარატიას!" - უთხრა მედიას სამოქალაქო აქტივისტმა.

"ბრძოლა გრძელდება, შევხვდებით აქციებზე"- თქვა გლდანის ციხესთან 22 წლის ბიჭმა.

ლაზარემ შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს. 

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მივა თუ არა დღეს დაგეგმილ აქციაზე, ლაზარე გრიგორიადისმა დადებითი პასუხი გასცა: 

ცხადად ჩანს ყველაფერი, ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები პოლიტიკურ საკითხებში. დღეს მივალ აქციაზე", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, არ შეიძლება,  ევროკავშირის გზაზე მდგარმა ქვეყანამ რუსული კანონი მიიღოს: 

რუსული კანონი ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება, რომ ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ... ახალგაზრდებს მიმართვა არ სჭირდებათ, ისედაც აქტიურები არიან" - განაცხადა ლაზარე გრიგორიადისმა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესზე მის წინააღმდეგ გამოყვანილი პოლიციელების ჩვენებას, 22 წლის ახალგაზრდა კამერების წინ ამბობს, რომ პროცესებზე ის პოლიციელები მიიყვანეს, რომლებიც მის დაკავებაში საერთოდ არ იღებდნენ მონაწილეობას.

„როგორც აქციებზე ხდება, საერთოდ სხვა პოლიციელები მოჰყავთ, რომლებმაც აქტივისტები არ დააკავეს, იგივე სიტუაცია იყო მანდაც, მგონია, რომ დასმული, პოლიტიზებული პოლიციელები მოიყვანეს სასამართლოზე“,- განაცხადა გრიგორიადისმა.

ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.