29 აპრილს ჩვენ რაიმე ტიპის აქციას არ ვაპირებთ - კუპრაძე

25.04.24 16:07
29 აპრილს ჩვენ რაიმე ტიპის აქციას არ ვაპირებთ - კუპრაძე

გადაწყვეტილება მიღებულია - პარტია "ლელო" 29 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას არ გამართავს. 

"ჩვენ არ ვაპირებთ იმ დღეს რაიმე ტიპის აქციას" - ამბობს ირაკლი კუპრაძე და იქვე ამატებს, რომ პარტიის გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

"ლელოს" გენერალური მდივანი ივანიშვილის გუნდის მიერ რეგიონებიდან ადამიანების იძულებით ჩამოყვანის მცდელობას პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მათი მიზანი მხოლოდ ერთს, საზოგადოების გახლეჩას ემსახურება.

მთავარია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ მიმართოს ტრადიციულად ნაძირლურ მეთოდებს და არ ჩანიშნოს ორშაბათს კომიტეტი. ფიზიკურად ვერ ჩანიშნავს სესიას, რადგან კანონმდებლობის მიხედვით, ორშაბათი არ არის სასესიო დღე. ადამიანების იძულებით ჩამოყვანის მცდელობა არის პროვოკაცია, რომელიც გულისხმობს საკუთარ თავში ამ ორი აქციის დაპირისპირებას. ამ პროვოკაციას აწყობს "ქართული ოცნება", თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ "ლელო" და სხვა პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობიანად უდგებიან მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ არ ვაპირებთ იმ დღეს რაიმე ტიპის აქციას", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები