არა რუსულ კანონს! - რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა
რესპუბლიკის მოედანი გადაკეტილია. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ახლა ევროპული მარშის დაწყებისთვის ემზადებიან. სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები, მწერლები, ჟურნალისტები, სპორტსმენები - კონსტიტუცის ჩარჩოდან გასულ ხელისუფლებას გაფრთხილებას აძლევენ, არ შეცვალოს საგარეო კურსი და არ მიიღოს რუსული კანონი.
თბილისში დაანონსებული აქციის გამო "ქართულმა ოცნებამ" ცენტრალური ოფისი გააძლიერა. ნამდვილი ერთობის მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ისე ეშინია, რომ როსტომ მეფის სასახლეში სპეცრაზმის აღჭურვილობა: ფარები, ჩაფხუტები და ხელკეტები შეიტანეს.