ანრი, გეშინია? - სამადაშვილი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა

29.04.24 11:10
ანრი, გეშინია? - სამადაშვილი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევებების სერია გრძელდება -"ლელოს" დეპუტატ სალომე სამადაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა.

ანრი, გეშინია? - ამ სიტყვებით მიმართა სამადაშვილმა ოხანაშვილს.

ანრი ოხანაშვილმა არ მისცა დეპუტატს კითხვის დასმის შესაძლებლობა და მიკროფონი გაუთიშა, რასაც ხმაური მოჰყვა დარბაზში.

სამადაშვილის გაძევება მოჰყვა მის კითხვას, რა დროსაც დეპუტატი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხეზე საუბრობდა.

რუსულ ხელისუფლებას არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს იმ ხალხმაც კი, ვინც ჩამოჰყავთ მიტინგზე. სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს არა მხოლოდ იმით, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკება არ დაიწყება. არამედ უვიზო რეჟიმს გაგვიუქმებენ თუ მოხდება ამ კანონის მიღება," - განაცხადა სამადაშვილმა.

იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევებების სერია სხდომის გახსნიდან მალევე დაიწყო - ანრი ოხანაშვილმა 4 ოპოზიონერ დეპუტატს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა - გიორგი ვაშაძის შემდეგ კინოდარბაზი ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინეს, შემდეგ კი თამარ კორძაიას.

მსგავსი სიახლეები