პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს - ბუნდესტაგის წევრი ევროპულ მარშს შეუერთდა და ვიდეოს აქვეყნებს

29.04.24 12:23
პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს - ბუნდესტაგის წევრი ევროპულ მარშს შეუერთდა და ვიდეოს აქვეყნებს

ევროპულ მარშს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი შეუერთდა. თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს და ვიდეოს აქციიდან.

ჰაკერი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ევროპის გული თბილისში ცემს.

მისი თქმით, გუშინ გამართულ აქციას პირადადაც შეუერთდა და მიხვდა, რომ "ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს".

"ქართულ ოცნებაზე" დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. "გარე გავლენის გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას.

გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს", - აცხადებს ჰაკერი.

მსგავსი სიახლეები