მეექვსე დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილია, რომელსაც დარბაზიდან აძევებენ

29.04.24 12:33
მეექვსე დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილია, რომელსაც დარბაზიდან აძევებენ

გაძევებების სერია გრძელდება - მეექვსე დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილია, რომელსაც დარბაზიდან აძევებენ. ანრი ოხანაშვილმა თურაზაშვილის გაძევების გადაწყვეტილება მას მერე მიიღო, რაც თურაზაშვილისგან კრიტიკული შეფასება მოისმინა რუსულ კანონთან დაკავშირებით და როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილზე ძალადობა დაგმო.

თურაზაშვილს მამუკა მდინარაძემ გაუხსენა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი და თურაზაშვილის მხრიდან ალეკო ელისაშვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დასმული კითხვის გამო მისი გამოძევების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ჩემი გამოძევება უკავშირდება იმას, რომ მე ვთქვი, რომ ანგარიშსწორება იყო ალეკო ელისაშვილის მიამრთ, როდესაც გამოიყენეს პოლიციის ძალა და საზოგადოებამ ნახა საშინელი კადრები, შემთხვევით არის ალეკო გადარჩენილი, სხვა შეიძლება არ გადარჩენილიყო ასეთი ძალადობის შემდეგ," - ამბობს თურაზაშვილი.

მსგავსი სიახლეები