იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ამჯერად ანი წითლიძე გამოაძევეს
იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ანრი ოხანაშვილმა ამჯერად ანი წითლიძე გამოაძევა. ოპოზიციონერ დეპუტატს ტრადიციულად ჯერ მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ კი მოუწოდა, რომ საკომიტეტო დარბაზი დაეტოვებინა.
მომეცით კითხვის დასმის შესაძლებლობა. მაშინ თქვით, რომ არ აგქვთ კითხვებზე პასუხი და ყველა გინდათ, გაყაროთ!, - უთხრა მამუკდა მდინარაძეს ანი წითლიძემ დარბაზის დატოვებამდე.