რუსულ მარშზე წასვლის გამო ოზურგეთში საბავშვო ბაღებში ბავშვები მშივრები დატოვეს
რუსული მარშის გამო ოზურგეთში საბავშვო ბაღებში ბავშვები მშივრები დატოვეს. "ოცნებამ" აქციაზე მზარეულობიც წაიყვანა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება "ტვ პირველმა" ნასაკირალის საბავშვო ბაღში გადაიღო.
ირკვევა, რომ ბაღების თანამშრომლების დიდი ნაწილი აქციაზე ისე წაიყვანეს, რომ მშობლებთან არ შეუთანხმებიათ, რომ დღეს ორშაბათს სააღმზრდელო დაწესებულება საგანგებო რეჟიმში იმუშავებდა.
სხვადასხვა ასაკობრივი ბავშვები ერთ ჯგუფში ჰყავთ შეყვანილი.
სადილი ჯერ ახლა მომცეს პროდუქტი და ახლა გავამზადებ. საუზმე ჯერ არა, ახლა შემომიტანეს პროდუქტი," - ამბობს მზარეული.
თავის სურვილით არიან წასულები... არ არის ერთი ადამიანი... გამოთავისუფლებულები არიან და მოვლენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.
მე ჩემს ბავშვებთან ვარ, მუშაობენ ბავშვები, ყველაფერი რიგზეა ჩემს ჯგუფში, გამგე გათავისუფლებულია დღეს, დანარჩენი თავისით არიან აქციაზე წასული,“ - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.