რა იგულისხმება უცხოურ გავლენაში? - რუსულ კანონზე NGO-ების დამაზუსტებელ კითხვებს "ოცნება" მიკროფონის გათიშვით პასუხობს
სიტყვით გამოსვლის შეზღუდვა გრძელდება - ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარე საუბრის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევს არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ანრი ოხანაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს მიკროფონს უთიშავდა ზუსტად იმ დროს, როდესაც ისინი კრიტიკულ კითხვას სვამდნენ.
თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, რა იგულისხმება უცხოურ გავლენაში, იმიტომ, რომ ეს განმარტებული არ არის და რა იგულისხმება უცხოური ძალის ინტერესების გატარებაში, არც ეს არ არის განმარტებული. თუ შეაფასეთ, რა გავლენა ექნება ამ კანონს იმ ორგანიზაციებთან მიმართებით, რომლებიც საერთოდ არ აპირებენ რეგისტრაციის გავლას. რატომ არ არის ეს კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში განხილული,“ - ამბობს ნონა ქურდოვანიძე, რომელსაც სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
ეს გამჭვირვალობა - თქვენი თვითმიზანია გამჭვირვალობა? თუ ასეა, მიგითითებთ, იგივე ახსენეთ, ბატონო ანრი, შესწავლილი გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილებებიო - რისთვის გინდათ ეს გამჭვირვალობა,“ - ამბობდა ლიკა საჯაია, რა დროსაც ჩამოართვეს სიტყვის უფლება და მიკროფონი გაუთიშეს.
ყველა მიმდინარე კონტრაქტი ტყდება, იმიტომ, რომ შეუთავსებელი ხდება ამ კანონთან, შესაბამისად, რანაირად არ ზღუდავთ ამ ორგანიზაციებს? - ამბობს ნათია კუპრაშვილი.