"პუტინისეული" ქმედებაა - ზურაბიშვილი "ოცნების" კონტრაქციაზე

29.04.24 18:17
 "პუტინისეული" ქმედებაა - ზურაბიშვილი "ოცნების" კონტრაქციაზე

"პუტინისეული" ქმედებაა - ასე აფასებს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" კონტაქციას და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანას.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კოლონები ჩანს, რომლებიც თბილისისკენ მოდიან.

"გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს "პუტინისეული" ქმედებაა: საჯარო მოხელეები "ავტობუსით" თბილისში ჩამოვიდნენ, რათა ტაში დაუკრან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს.

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!" - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.