"122 კითხვა გვქონდა მომზადებული, თუმცა არ გვაცადეს" - წითლიძე რუსული კანონის განხილვაზე

30.04.24 13:55
"122 კითხვა გვქონდა მომზადებული, თუმცა არ გვაცადეს" - წითლიძე რუსული კანონის განხილვაზე

“122 კითხვიდან არცერთი კითხვის დასმა არ გვაცადეს, რომ შეგვედარებინა იმ დასავლურ კანონპროექტებთან, რომელზეც აპელირებს „ოცნება“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ, რუსული კანონის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. ოპოზიციის წევრის თქმით, ამის მიუხედავად, ენმ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და მმართელი პარტიისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდება. 

ამბობდნენ, რომ თურმე წაკითხული არ ჰქონია კანონპროექტი არავის. გუშინ ჩვენ გვქონდა მომზადებული 122 კითხვა. გვინდოდა, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად დაგვესვა ეს კითხვები, შეგვედარებინა ეს რუსული კანონპროექტი იმ ფრანგულ კანონთან, ამერიკულ და ბრიტანულ კანონპროექტთან, რომელზეც აპელირებს რუსული ოცნება. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას განხილვებში, რა თქმა უნდა, შევეცდებით, რომ ისევ ყველა კითხვა დავსვათ კანონპროექტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ კიდევ ერთხელ "ქართულ ოცნებას" ამ ყველაფერთან დაკავშირებით შევუქმნათ დისკომფორტი, თუმცა ამის აზრს ნამდვილად ვერ ვხედავთ იმაში, რომ შეიძლება ამით რუსულმა ოცნებამ გადაიფიქროს კანონის შემოტანა, - განაცხადა ანა წითლიძემ.
 

მსგავსი სიახლეები