კობახიძის კონსტიტუცია ივანიშვილია - ბადრი ჯაფარიძე

30.04.24 15:25
კობახიძის კონსტიტუცია ივანიშვილია - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილს განცხადებას უწონებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები "ოცნების" სახით ნამდვილად გააქტიურდნენ. 

ჯაფარიძე პრემიერის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძისთვის კონსტიტუცია ბიძნა ივანიშვილია. 

სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას. შავ-ბნელი ძალები „ქართული ოცნების“ სახით ძალიან გააქტიურდნენ. კობახიძე, ყველამ იცით, რას წარმოადგენს. მისთვის კონსტიტუცია არის ბიძინა, მისთვის კონსტიტუცია არ არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა ჯარს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები გააქტიურდნენ.  

მსგავსი სიახლეები