სპეცრაზმმა, პრაქტიკულად, დარბევა დაიწყო (ვიდეო)

30.04.24 21:51
სპეცრაზმმა, პრაქტიკულად, დარბევა დაიწყო (ვიდეო)

 

 

სპეცრაზმმა, პრაქტიკულად, დარბევა დაიწყო. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები პარლამენტის უკან მდებვარე სკვერში შევიდნენ და იქ მყოფი აქციის მონაწილეების გაყვანა დაიწყეს. 

სპეცრაზმის წევრებს ძალის გამოყენებით გაჰყავთ ტერიტორიიდან როგორც აქციის მონაწილეები, ისე ჟურნალისტები. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათზე სპეცრაზმელები ძალადობენ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. 

ტერიტორიას, სავარაუდოდ, იმიტომ ასუფთავებენ, რომ რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვონ. ისინი ახლა პარლამენტის შიდა ეზოში ავტომობილებთან იცდიან და ელოდებიან ტერიტორიის გასუფთავებას.

მსგავსი სიახლეები