"ვარ ძლიერად ნაცემი" - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, სავარაუდოდ, დაკავებულია
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი, სავარაუდოდ, დაკავებულია. ამერიკელი იურისტი შეტყობინებას მეგობრებს უგზავნის. "პირველები" ინფორმაციას შსს-სთან აზუსტებს.
ის მეგობარს წერს, რომ პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა - აქვს დაზიანებები სხეულზე, მათ შორის სახის არეში.
ჯონასი ამერიკის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს.
მე დამაკავეს - ვარ ძლიერად ნაცემი - სისხლჩაქცევები, გატეხილი მაქვს ცხვირი, დაკარგული კბილები " - ეს ინფორმაცია ჯონასმა მეგობრებს გაუგზავნა.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.