ხვალ, 12 საათიდან დავიძვრებით ბათუმიდან, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში - გზავნილი აჭარიდან
თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს ხვალ უკვე ბათუმიდან შემოუერთდებიან. სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დედაქალაქისკენ ხვალ 12:00 საათზე დაიძრებიან.
"როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი კიდევ აპირებს ძალის გამოყენებას და შესაძლებელია უარესიც კი ჩაიდინოს, ამიტომ, თუკი თავებს ითვლიან, მაშინ ისინი ნახავენ ხვალ ჩვენ რას ვაპირებთ. ბათუმიდან დავიძვრებით და მთელი საქართველოს გავლით, დიდი კოლონით ჩამოვალთ თბილისში, ხვალ 12 საათზე აჭარის მოსახლეობის საყურადღებოდ, ევროპის მოდებიდან გამოვემგზავრებით და გავივლით ყველა დიდ ქალაქს" - ამბობენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.