მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან კრემლის ინსპირირებულ კანონზე - ჯიმ ო’ბრაიენი
აგენტების კანონი ინსპირირებულია კრემლის მიერ - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა X-ზე დაწერა.
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა ქართველ დეპუტატებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, მათ შორის, დავაფიქსირე ჩვენი ძლიერი შეშფოთება კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონპროექტსა და მის უარყოფით გავლენაზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე", - წერს ო’ბრაიანი.
ო'ბრაიენის განცხადება რუსული კანონის მოწინააღმდგეების ძალადობრივი მეთოდებით დაშლის პარალელურად გავრცელდა.