ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გოგა მემანიშვილი პირადად უყურებდა, რეაგირება არ ჰქონია - ვაშაძე
ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს გოგა მემანიშვილი პირადად უყურებდა - ენმ-ის ლიდერის მიმართ განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორების დეტალებზე "ტვ პირველთან" გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიციის შეფს ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონია.
ვაშაძის თანახმად, ცემის შემდეგ სპეცრაზმი ოპოზიციის ნაცემ ლიდერს ფოტოებს უღებდა და "ითხოვდნენ საკუთარ თავზე შეურაცხმყოფელი ვიდეო ჩაეწერა"
"ისმოდა, მოკალით" - ამბობს ვაშაძე.
ლევანმა მითხრა, რომ გოგა მემანიშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ამ ყველაფერს ესწრებოდა. დანარჩენი თავდამსხმელები სპეცრაზმის ნიღბიანი თანამშრომლები იყვნენ. ერთხელ სცემეს, შემდეგ ბოდიშის მოხდა სთხოვეს, რაც ლევანმა, რა თქმა უნდა, არ გააკეთა. ეს რა ენერგიაზე ყოფილაო და ძირს დააგდეს. რაღაც მომენტში ხაბეიშვილმა გონება დაკარგა. უკვე ნაცემი მოიყვანეს კლინიკაში"- თქვა ვაშაძემ.
მისი თქმით, ენმ-ის ლიდერს ივანიშვილის დავალებით გაუსწორდნენ.
ვაშაძის თქმით, იგივე ჯგუფი მის გატაცებასაც აპირებდა.
"ივანიშვილის დავალებაა ჩემს გატაცებას ცდილობდა იგივე ჯგუფი"- ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი.