დემონსტრანტებმა რკინის კონსტრუქციები განსაკუთრებულ დანიშნულებათა დეპარტამენტის ბაზაზე მიიტანეს

01.05.24 05:03
დემონსტრანტებმა რკინის კონსტრუქციები განსაკუთრებულ დანიშნულებათა დეპარტამენტის ბაზაზე მიიტანეს

აქციის მონაწილეებმა რკინის კონსტრუქციები განსაკუთრებულ დანიშნულებათა დეპარტამენტის ბაზაზე მიიტანეს და შესასვლელთან დაალაგეს. 

კადრებში ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ზვიად ხარაზიშვილი იგივე "ხარება", რომელიც ბაზაზე ავტომობილით გადაადგილდება.

ვითარება პარლამენტთან დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა.

სპეცრაზმმა რუსთაველი დატოვა, პარლამენტის წინ მოქალაქეები ბრუნდებიან. 

დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

მსგავსი სიახლეები