პრემიერი: "დღესაც იქნება იგივე"
"დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები, დღესაც იქნება იგივე" - ამ განცხადებას პრემიერი ირაკლი კობახიძე პასუხობს.
კობახიძემ "პირველების" კითხვაზე პასუხად, ფაქტობრივად, აანონსებს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს დღესაც დაშლიან.
დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ გადავლენ ძალადობაზე მომიტინგეები. 300-კაციანი საგანგებო ჯგუფი ჰყავთ მობილიზებული, ეს არის ამ ე.წ. ახალგაზრდული ორგანიზაციის ჯგუფები, რომლებსაც აფინანსებენ კეზერაშვილი, ასევე ხაზარაძეს ჰყავს პატარა დაჯგუფება, არის ასევე კონკრეტული დაჯგუფებები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას, რაც გახდება გამჭვირვალე ამ კანონის მიღების შემდეგ, ამ 300-კაციანი დაჯგუფებების ერთობლიობა დღესაც გადავა ძალადობაზე. წარმოვიდგინოთ იგივე სცენარი, რომ არის სპეცრაზმი, რომელსაც დაუშენენ ქვებს, შუშის ბოთლებს, გადავლენ ხელჩართულ დაპირისპირებას, ხო დღესაც იქნება იგივე - ძალადობაზე გადავლენ. შუშის ბოთლებს რომ ესვრიან მასობრივად, ან ქვებს...“ - ამბობს კობახიძე.