არა რუსულ კანონს - რუსთაველი ისევ გადაიკეტა
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა - ხალხი რუსულ კანონს ორკვირაზე მეტია, პერმანენტულად, ძალადობისა და დაკავებების მიუხედავად ისევ აპროტესტებს.
პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ორგანიზატორები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
დღევანდელ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან.
პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებულ, რობოკოპები არიან საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში.