აქციის ორგანიზატორები: გენერატორის შეტანის უფლებას არ გვაძლევენ
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პოლიცია მათ გენერატორის შეტანის უფლებას არ აძლევს. არგუმენტად ისინი "უსაფრთხოებას" იმიზეზებენ.
პარლამენტთან აქცია დაიწყო. მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები, პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები სამართალდამცავებმა დემონსტრანტებისგან გაწმინდეს და ტერიტორია სრულად დაიკავეს.