რატომ არ იყო მამუკა მდინარაძე რუსული კანონის კენჭისყრაზე?
რუსული კანონის მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს არ მიუღია. თუმცა "პირველების" ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის ნაცვლად რუსულ კანონს მხარი მისი ბარათით მისმა კოლეგებმა დააფიქსირეს.
როგორც "რადიო თავისუფლებას" პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“ და ამიტომ ვერ შეძლო ხმის მიცემა.