"რუსეთის დუმაა" - პარლამენტთან რუსეთის დროშა დახიეს
პარლამენტთან რუსეთის დროშა დახიეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკა საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელის კარზე შეაბეს. შემდეგ დროშის დაწვა სცადეს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღევანდელი პარლამენტი "რუსეთის დუმაა". აქციის მონაწილეები რუსეთის დროშას ფეხითაც შედგნენ.
ესენი არიან რუსები, ეს არის დუმა, ვინც აქ პარლამენტის სახელით არის, არის დუმას წევრი," - ამბვობს აქციის მონაწილე.