ლაიენი: ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში

01.05.24 23:06
ლაიენი: ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში

"ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში," - ამ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აკეთებს.

მის განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ.

საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.

ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს.

ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები რომ აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ.

საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს," - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი სიახლეები