23:33 სთ: - სპეცრაზმი ისევ ცრემლსადენ გაზს ისვრის
სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი ისევ გაუშვა - ვითარება ჩიტაძის ქუჩაზე უკიდურესად დაძაბულია.
მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლთან ერთად წიწაკის სპრეისაც უშვებენ. ჩიტაძის ქუჩის ზედა მხარეს რამდენიმე მომიტინგე შეუძლოდ გახდა, მათ გართულებული აქვთ სუნთქვა და მხედველობა.