"თუკი გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ რეაგირებას" - შს მინისტრის მოადგილემ
"თუკი რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ რეაგირებას" - ეს განცხადება შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ გააკეთა.
თუკი რომელიმე პირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ რეაგირებას რაც კანონით არის გათვალისწინებული, ვინაიდან ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმა და უნებართვო შეჭრა, ეს არ არის შეკრება-მანიფესტაციით დაცული სფერო,“ - ამბობს ალექსანდრე დარახველიძე.
მინისტრის მოადგილე ასევე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები იყენებენ მხუთავ აირებს და გაზებს, რასაც საგამოძიებო უწყება მოიკვლევს.
საზოგადოება კარგად ხედავს, რომ თითოეული აქციის მონაწილე იყენებს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის გაურკვეველი წარმოშობის ისეთ მხუთავ აირებსა და გაზებს არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება და საიდან მოხვდა მათ ხელში ძალიან საინტერესოა და ამით აუცილებლად დავინტერესდებით და გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები,“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.