სახდეპი: საქართველო უხვევს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიიდან

02.05.24 00:39
სახდეპი: საქართველო უხვევს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიიდან

"ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა," - ამ განცხადებას სახდეპის წარმომადგენელი აკეთებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კორესპონდენტ ალექს რაფოღლუსთან საუბარში თქვეს, რომ შეშფოთებულები არიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მზარდი რიტორიკით და ტონით. 

ევროკავშირის ასპირანტი ქვეყანა ასე არ იქცევა, ეს ერთ-ერთი მაგალითია, თუ როგორ უხვევს საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიიდან" - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.